logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასმა და რიში სუნაკმა პირობა დადეს, რომ დიდ ბრიტანეთში მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ
- +

24 ივლისი. 2022. 12:49

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა და ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა რიში სუნაკმა, რომლებიც კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან, პირობა დადეს, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ.

სუნაკმა აღნიშნა, რომ ის გაამკაცრებს განმარტებას, თუ ვინ არის უფლებამოსილი თავშესაფრის მიღებისთვის და ლტოლვილთა რაოდენობაზე ლიმიტს დააწესებს.

თავის მხრივ, ლიზ ტრასმა პირობა დადო, რომ სასაზღვრო ძალების პერსონალის რაოდენობას გაზრდის.

5 სექტემბერს ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულს პარტიის ყველა წევრი (დღეისათვის დაახლოებით 200 000 ადამიანი) ფოსტის მეშვეობით აირჩევს.

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.

 
 
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner