logo_geo
eng_logo
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საგანგებო სიტუაციის სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა
- +

24 ივლისი. 2022. 13:13

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების დონის გაზრდის მიზნით სწავლება ჩაატარა.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა - პირველ ეტაპზე სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს თეორიული ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სახეობების და ქცევის წესების შესახებ, ხოლო მეორე ეტაპზე მოხდა სააგენტოს მიერ მომზადებული საგანგებო მართვის გეგმის პრაქტიკაში, სიმულაციურ გარემოში გამოცდა.

საგანგებო სიტუაციის, კერძოდ, ხანძრის სიმულაციის დროს, სააგენტოს თანამშრომლებს უშუალოდ მოუწიათ ევაკუაციის პროცედურებში ჩართვა. ასევე, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა შენობიდან „დაშავებულების“ გამოყვანა და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება.

პრაქტიკული სავარჯიშოები ორი უწყების მიერ ერთობლივად შემუშავებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. პროცესში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების კუთხით აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, ხდება საგანგებო მართვის გეგმების შექმნა და შემდგომში, აღნიშნული გეგმის სიმულაციური ვარჯიშის მეშვეობით გამოცდა, რაც პერსონალის უნარ ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner