პოლონეთში მყოფი უკრაინელები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას ციფრული პოლონური დოკუმენტით შეძლებენ, - წერს უკრაინული მედია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.
უკრაინის მოქალაქეების ექნებათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც აისახება პოლონურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში Diia.pl-ზე. შედეგად, უკრაინელების საზღვრის გადაკვეთის უფლებას მიიღებენ.
2022 წლის 12 ივლისს, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიას Diia.pl-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების დროებით დაშვების შესახებ მიმართა, რათა ეღიარებინათ საბუთები პოლონეთში ლეგალური ყოფნისდასადასტურებლად.
როგორც მედია წერს, ეს ევროკავშირში ბინადრობის ციფრული ნებართვის აღიარების პირველი შემთხვევაა.
ციფრული დოკუმენტები შეიცავს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ფოტო და PESEL ნომერი (პირის საიდენტიფიკაციო, პირადი ნომერი), დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა...
შენგენის სივრცის ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.