logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქობულეთის ახალი ბულვარი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი
- +

24 ივლისი. 2022. 15:59

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნას გამოეხმაურა.

მინდა ქობულეთს და ქობულეთელებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახალ ზღვისპირა პარკში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა „განახლებული რეგიონების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დაემატა ახალი 1-კილომეტრიანი ბულვარი, შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“, - აცხადებს რიჟვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner