„ვულოცავ ქობულეთს ახალი ბულვარის გახსნას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროგრამა [„განახლებული რეგიონები“] წარმატებით. მხოლოდ პირველ ეტაპზე, 500 მილიონი ლარის ინვესტირებაა განსაზღვრული, საიდანაც უკვე დაკონტრაქტებული და ანაზღაურებულია350 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ქობულეთის ახალი ბულვარი ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზეა მორგებული.
„ქობულეთს უკვე ახალი ბულვარი აქვს - დაახლოებით კილომეტრამდე სიგრძის ბულვარი, რომელიც სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა. 8 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. შედეგად, ფაქტობრივად ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე. არის ველობილიკები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია, საინჟინრო ქსელები, ირიგაციის, სარწყავი სისტემები. რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი სივრცე. ადრე აქ ნამდვილად არაფერი არ ხდებოდა. სივრცემ შექმნა ახალი შესაძლებლობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე - ქობულეთის სტუმრებისთვის.ამდენი ხალხის მოსვლა ნიშნავს, რომ საინტერესო სივრცე, კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილია“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.