logo_geo
eng_logo
უკრაინის დაზვერვა: უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არასამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების პილოტებიც არიან ჩართულნი
- +

24 ივლისი. 2022. 17:02

 

უკრაინულმა დაზვერვამ გამოაქვეყნა რუსული სახელმწიფო ავიახაზების პილოტებისა და საავიაციო პერსონალის სია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„An-124-100-ისა და Il-76 MD-ის თვითმფრინავების ეკიპაჟებმა არაერთხელ გადაიყვანეს პერსონალი, გადაიტანეს იარაღი და სამხედრო ტექნიკა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომისთვის", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის სამსახურში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე გამოაშკარავდება და სასამართლოს წინაშე წარდგება.

„სოციალურ ქსელებსა და პირად საუბრებში პილოტები უკმაყოფილებას გამოხატავენ საომარი მოქმედებების უზრუნველყოფაში მონაწილეობის გამო, წუხან მათი და ოჯახის წევრების საზღვარგარეთ წასვლის შეუძლებლობისა და, რუსეთის გარდაუვალი სამხედრო დამარცხების შემდეგ, ომის დანაშაულისთვის მათი დევნისა და მოსალოდნელი დასჯის გამო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner