ორი დღეა რუსეთის ქალაქ სოჭში წყალდიდობაა. სოჭის ადმინისტრაცია ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს, რათა წყალდიდობის დამანგრეველი შედეგები აღმოფხვრას. ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის“, - განაცხადა ქალაქის მერმა ალექსეი კოპაიგოროდსკიმ.
მისი თქმით, წყალდიდობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.