ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სურს უკრაინაში კვლავ ჩავიდეს, რათა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნახოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph წერს.
დაუნინგ-სტრიტის წყაროს თქმით, პრემიერ-მინისტრი გრძნობს, რომ მას „უბრალოდ წასვლა არ შეუძლია“. ჯონსონი 24 თებერვლის შემდეგ ორჯერ ეწვია უკრაინას, მეორე ვიზიტი კი სულ რაღაც ერთი თვის წინ ჰქონდა.
„ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს, რომ ის არის [პრეზიდენტ ზელენსკის] ყველაზე დიდი მფარველი. მას არ შეუძლია უბრალოდ გაიქცეს და არ დარწმუნდეს, რომ სამყარო მას ზურგს უმაგრებს. იმედოვნებს, რომ კვლავ იხილავს ზელენსკის, სანამ თანამდებობას დატოვებს“, - განაცხადა წყარომ.