„როდესაც უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ ცარიელი საუბრის ნაცვლად, მისი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად მეტი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და თანამედროვე იარაღია საჭირო.
„5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. როდესაც უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ ცარიელი საუბრის ნაცვლად, მისი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ომის შესაჩერებლად, მეტი HIMARS და სხვა თანამედროვე ტიპის იარაღის სისტემები არის საჭირო“, - წერს რინკევიჩი.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის.