logo_geo
eng_logo
ანდრეი ერმაკი: მოკავშირეებთან არის შეთანხმება უკრაინისთვის 25-30 ერთეული HIMARS-ისა და MLRS-ის გადაცემის შესახებ
- +

24 ივლისი. 2022. 20:50

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა მოკავშირეებთან არსებულ შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ისა და MLRS-ის 25-30 ერთეულის გადაცემას ეხება.

 

„პრეზიდენტის ოფისთან და სამთავრობო გუნდთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ სმიტმა, მედიასთან ინტერვიუში HIMARS-ისა და MLRS-ის რაოდენობა გამოაცხადა, რომელსაც აშშ და მოკავშირეები უკრაინას გადასცემენ. ახლა საუბარია 25-30 ერთეულზე და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალაზე“, - განაცხადა ერმაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner