უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა მოკავშირეებთან არსებულ შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ისა და MLRS-ის 25-30 ერთეულის გადაცემას ეხება.
„პრეზიდენტის ოფისთან და სამთავრობო გუნდთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ სმიტმა, მედიასთან ინტერვიუში HIMARS-ისა და MLRS-ის რაოდენობა გამოაცხადა, რომელსაც აშშ და მოკავშირეები უკრაინას გადასცემენ. ახლა საუბარია 25-30 ერთეულზე და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალაზე“, - განაცხადა ერმაკმა.