საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი პეტერ ფიშერი იქნება. ის ამ თანამდებობაზე ჰუბერტ კნირშს შეცვლის.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი.