რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოსახლეობას დაეხმარება „ანტიხალხური და ანტიისტორიული რეჟიმისგან“ გათავისუფლებაში.
„ჩვენ ვწუხვართ უკრაინელი ხალხის გამო, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს. ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიის გამო, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ვწუხვართ მათ გამო, ვინც დაემორჩილა კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას, რომლის მიზანია, უკრაინა გახდეს რუსეთის მარადიული მტერი.
რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელიც არის აბსოლუტურად ანტიხალხური და ანტიისტორიული“, - განაცხადა ლავროვმა.