logo_geo
eng_logo
უკრაინაში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ აშშ-ში სერიოზულად განიხილავენ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას
- +

24 ივლისი. 2022. 21:50

 

 

 

აშშ-ში სერიოზულად განიხილავენ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

 

აღნიშნულის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბიჯიტ ბრინკმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბევრ ისეთს, რომელიც გამოყენებული იქნებოდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ასეთ სპონსორს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ასევე სერიოზულად განვიხილავთ მსგავს განცხადებას და გავაგრძელებთ რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონების შესაბამისად“, – განაცხადა ბრინკმა.

 

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტნიორებთან ერთად დააწესა უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები რუსეთზე და მომავალშიც გააგრძელებს ამის კეთებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner