ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აიძულონ რუსეთი „სპეცოპერაციიდან“ სრულმასშტაბიან ომზე გადავიდეს.
„ევროპა განცხადებებითა და სამხედრო მხარდაჭერით ატარებს კონკრეტულ მიზანს - აიძულოს რუსეთი, გადავიდეს სრულმასშტაბიან ომზე ყველა სახის იარაღის გამოყენებით ფრონტის მთელ ხაზზე. სჭირდება თუ არა ეს უკრაინელ ხალხს? რა თქმა უნდა, არა. და დასავლეთს? სხვაგვარად როგორ!“, - წერს კადიროვი.
კადიროვის თქმით, ნატო გულუბრყვილოდ იმედოვნებს ამ გზით რუსეთის დასუსტებას, რომელიც ისტორიის მანძილზე ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი ომისთვის.