ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის არმია უფრო აგრესიული და საშიში გახდა. ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
მისი თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინური თვითმფრინავებისა და გემების მიერ დარღვევები და აშშ-სა და მის პარტნიორებთან საფრთხის შემცველი კავშირები გახშირებულია.
„ჩინეთის სამხედრო ძალები ჰაერში და ზღვაში გაცილებით გააქტიურდნენ და შესამჩნევად უფრო აგრესიულები გახდნენ ამ კონკრეტულ რეგიონში“, - აღნიშნა გენერალმა.
მილიმ თავის შტაბს დაავალა, შეაგროვონ დეტალური ინფორმაცია ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთქმედების შესახებ მითითებულ რეგიონში.