უკრაინა ომში ბელარუსის მონაწილეობის ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჯერჯერობით თავს არიდებს კიდევ უფრო დიდ მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, ბელორუსის როლი შესაძლოა, გააქტიურდეს.
„ბელარუსი რუსეთის პატარა დაა. ბელარუსის ხელისუფლებამ უკვე უზრუნველყო თავისი ტერიტორია ჯარების ტრანზიტისთვის, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისთვის, დაჭრილების სამკურნალოდ და რუსული ნაძარცვის გასატანადაც კი. ომის ყველა კანონით ბელარუსი დიდი ხანია, შეუერთდა სამხედრო აგრესიას. მაგრამ ბელარუსის როლი შეიძლება იყოს კიდევ უფრო აქტიური. ბელარუსის დიქტატორი ყველანაირად გაურბის უფრო აქტიურ მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა შეძლოს ბელარუსის დაჭერა და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ყველაზე ცუდი სცენარით“, - განაცხადა იენინმა.