კანოისტი ზაზა ნადირაძე სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ნავიც კი არ აქვს, რომ ივარჯიშოს, სტატუსით ეხმიანება:
„ჩემო მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის, მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოსვლით ყველას სიხარული მოგანიჭეთ. აქვე მინდა მოგახსენოთ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მეგობრებო: ნავი, ნიჩაბი და ხელფასი მაქვს, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას მხარდაჭერისათვის", - წერს ზაზა ნადირაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზაზა ნადირაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა. ნადირაძე ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის შემდეგ ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია.