logo_geo
eng_logo
ზაზა ნადირაძე: ნავი, ნიჩაბი და ხელფასი მაქვს...
- +

20 აგვისტო. 2016. 11:45

 

 

 

კანოისტი ზაზა ნადირაძე სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ნავიც კი არ აქვს, რომ ივარჯიშოს, სტატუსით ეხმიანება:


„ჩემო მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის, მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოსვლით ყველას სიხარული მოგანიჭეთ. აქვე მინდა მოგახსენოთ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მეგობრებო: ნავი, ნიჩაბი და ხელფასი მაქვს, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას მხარდაჭერისათვის", - წერს ზაზა ნადირაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზაზა ნადირაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა. ნადირაძე ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის  შემდეგ ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner