logo_geo
eng_logo
იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო, განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა
- +

25 ივლისი. 2022. 01:14

 

 

 

იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო, განგაშის უმაღლესი, მე-5 დონე გამოცხადდა. ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამოფრქვევის შედეგად, ფერფლის მასა კრატერიდან 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა ჰაერში.

 

იაპონიის ბირთვული მარეგულირებლების განცხადებით, სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე არანაირი დარღვევა არ შეინიშნება.

 

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე ამოიფრქვა. ვულკანი კაგოშიმას პრეფექტურაში, იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner