დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმა გრძელდება. დღეს ღამით მტერმა ნიკოპოლის, დნეპროვისა და კრივოროჟსკის რაიონები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, მტერმა 40 რაკეტა მხოლოდ ნიკოპოლის მიმართულებით გაუშვა. დარტყმების შედეგად დაშავდა 10 წლის გოგონა, განადგურდა 6 კერძო სახლი და გაზსადენი.