logo_geo
eng_logo
ჯანმო-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: საქართველოს „მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული
- +

25 ივლისი. 2022. 11:41

 

 

„საქართველოში ჯერჯერობით [„მაიმუნის ყვავილის“] მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ მედიასთან განაცხადა.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტმა ამ საკითხზე საგანგებო სიტუაციებზე იმსჯელა და წარუდგინა რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, რომლის გადაწყვეტილებითაც გამოცხადდა „მაიმუნის ყვავილი“ შეშფოთების გამომწვევ საერთაშორისო საგანგებო სიტუაციად. სრული კონსენსუსი ამ თემაზე არ იყო, თუმცა, იმ გასაუბრებებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ჰქონდა, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამის წინაპირობები არსებობს. „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა საკმაოდ გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება.

 

„მაიმუნის ყვავილთან“ გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე“, - აღნიშნავს დომენტე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner