logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ომი, რომელსაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ
- +

25 ივლისი. 2022. 12:21

 

 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობელი ომის პირობებში, ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

 

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ასევე არის „ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ“.

 

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დაგვყონ. არ უნდა დავუშვათ გაერთიანებული ევროპის დიდი საქმის განადგურება. საუბარია ორმაგი გაგებით ჩვენი ღირებულებების და ჩვენი სამყაროს სისტემის საერთოობაზე“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner