logo_geo
eng_logo
სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს
- +

25 ივლისი. 2022. 14:19

 

 

სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის   ასფალტის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ილია ქამხაძემ ადგილზე დაათვალიერეს.

 

353 გრძივი მეტრი სიგრძის  გზის რეაბილიტაციას  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 224 242 ლარია  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

„დასახლებაში  ახალი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. საბავშვო ბაღის მიმდებარედ  საჯარო სკოლის შენობაც არის განთავსებული და მათთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით  გადაადგილებას შეძლებენ როგორც საბავშვო ბაღის და  საჯარო სკოლის მოსარგებლეები, ასევე დასახლების მცხოვრებლები“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner