logo_geo
eng_logo
თურქეთში პრემიერ-მინისტრის აპარატის 18 თანამშრომელი დააკავეს
- +

20 აგვისტო. 2016. 11:56

 

 


როგორც სააგენტო  „ანადოლუ" იუწყება, თურქეთში პოლიციამ პრემიერ-მინისტრის აპარატის 18 თანამშრომელი დააკავა. აღნიშნული პირები 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დააკავეს.


თურქეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა შემოწმება გაგრძელდება. საერთო ჯამში თურქეთში სამხედრო ამბოხების საქმეზე 35 ათასზე მეტი პირია დაკავებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner