როგორც სააგენტო „ანადოლუ" იუწყება, თურქეთში პოლიციამ პრემიერ-მინისტრის აპარატის 18 თანამშრომელი დააკავა. აღნიშნული პირები 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დააკავეს.
თურქეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა შემოწმება გაგრძელდება. საერთო ჯამში თურქეთში სამხედრო ამბოხების საქმეზე 35 ათასზე მეტი პირია დაკავებული.