logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამერიკის საელჩო ხელშეუხებელი არაა, ნეოკოლონიალური სამარცხვინო არსებები კი შორს!
- +

25 ივლისი. 2022. 15:33

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმიანება, რომელიც პარლამენტარებმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაუგზავნეს.

 

მისი თქმით, რადგან პარლამენტის წევრები ამას ამბობენ, პასუხიც უნდა მიიღონ!

 

„სოზარს დიდი ხანია ვიცნობ. არ ახასიათებს თვალთმაქცური შარლატანობა. ბატონ ხუნდაძეზე მცხეთელებისგან ბევრი დადებითი მსმენია. ყაველაშვილზე ვერაფერს ცუდს საღად მოაზროვნე ვერასდროს იტყვის. პარლამენტის წევრები (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ჯგუფში არიან) თუ ამას ამბობენ, გაეცეს პასუხი! ამერიკის საელჩო ხელშეუხებელი არაა. ნეოკოლონიალური სამარცხვინო არსებები კი შორს! ანტიამერიკანიზმი სამშობლოში მოიკითხონ სამარცხვინოებმა! მე ტრამპისტი ვარ და არა ბრეჟნევი ბაიდენ-ბიდონისტი! ნოემბერში, კონგრესის არჩევნების შედეგები იტყვის ყველაფერს!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner