logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი
- +

25 ივლისი. 2022. 15:36

 

 

„ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი... იმედია ქალბატონი დეგნანი ამ ჯერად მაინც გვაღირსებს პასუხებს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რომელიც პარლამენტარებმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაუგზავნეს.

 

„რატომ წარმოადგენს პრობლემას, ქალბატონი კელის მხრიდან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ლოგიკაში ვერანაირად ჯდება... ნუთუ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას არ ჯობია, მარტივად გასცეს პასუხები?! ამით ხომ ერთი, ყველანაირ საეჭვო გარემოებას გამორიცხავს და მეორე, აღარ გაჩნდება კითხვები მის მიმართ... არადა, კითხვები ლეგიტიმურია, არაერთხელ დაისვა და კვლავ დაიბადება საზოგადოების მხრიდან... და ყველაზე არასერიოზულია ის დამოკიდებულება, რომ წერილს არ გავცნობივარ, არ ვიცი, უაზრო კითხვებია და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი. იმედია, ქალბატონი დეგნანი ამ ჯერად მაინც გვაღირსებს პასუხებს“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner