logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კახა კალაძეს რომ მავნებელს უწოდებ და „ანტობაში“ ადანაშაულებ, ნამუსი საერთოდ გაგიქრა?
- +

25 ივლისი. 2022. 15:17

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აემ ქალმა, მონღოლოიდური ხმითა და სელჩუკური გამომეტყველებით რომ გვეტატყანება ხოლმე, გუშინ თუ გუშინწინ კახა კალაძე ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიუკრაინულ „ქმედებებში“ დაადანაშაულა!

 

ნინო გოგუაძემ, ჰელენ გოგიევიჩის ხელქვეითი რომ ყოფილა (არც კი ვიცოდი!) 000001%-იან პარტია „დროაში“, „ჭუტლექსვიზიის“ საშუალებით მთელ დუნიას ამცნო, თბილისის მერი ყოველ მხრივ „ანტობას“ ეწევა, პირველი აგვისტოდან დედაქალაქში მყოფ უკრაინელებს კმაყოფას უწყვეტს, უკრაინის 5 ათასი მოქალაქე ღვთის ანაბარად რჩებაო!

 

განა ეს არ არის მავნებლობა კაცობრიობის წინაშეო?! - განაცხადა კვლავ სელჩუკური აქცენტით (ძალზედ ბრტყლად!) განრისხებულმა პატრიოტმა და სამშობლოზე გაგიჟებულმა ნინო გოგუაძემ და ლამის თავი ურტყა „ჭუტას“ გაკეთებულ „სტოლსა“.

 

ჰო, კიდევ ისაო... ჩვენ, „დროამ“ უკრაინიდან 2 ათასი დევნილი მივიღეთ და ვუპატრონეთ, მაგრამ ამდენი საშუალება აღარ გვაქვს, ფულები არ გვყოფნისო.

 

(თქვენი არ ვიცი, მეგობრებო და... მე უკვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ცხონებული სოლიკო რუსი ოლიკოს ხელით აღარაფერს აგზავნის საიქიოდან. ეტყობა, მოჰბეზრდა იმასაც უნაყოფო გადმორიცხვები.)

 

თუმცა ისიც საკითხავია, რომელ 2 ათას უკრაინელ დევნილზე ლაპარაკობს გოგუაძე? სად დააბინავა, როდის დააპურა, რანაირად ანუგეშა?

 

ეს რომ გოგიევიჩს, თვითონ გოგიას და ამ ქალს გაეკეთებინათ, ხომ გამოაცხადებდნენ „ჭუტლექსვიზიით“, სასწრაფოდ ძეგლები დაგვიდგით და ჩადენილი გმირობისთვის დაგვაჯილდოვეთ კიდევაცო?!

 

ვხითხითებ!

 

ჩვენაო, 2 ათასი უკრაინელი შევიფარეთო, თქვა და ეგრევე გადაუხვია... ახლა ეს სალაპარაკო არ არიო. ამით მიგვანიშნა, ჩვენ თავმდაბალი ხალხი ვართ, სიკეთეს შეუმჩნევლად ვაკეთებთ, ბიძინა ივანიშვილივით და კახა კალაძესავით არ ვხმაურობთო.

 

2 ათასი მივიღეთო, კაცოოოო!!!

 

ახლა კი საქმეზე:

დიახ, 31 ივლისს დედაქალაქის მერია შეწყვეტს თბილისში ჩამოსული უკრაინელების დახმარებას!

 

თავიდან საუბარი იყო, რომ ეს დახმარება უნდა ყოფილიყო მხოლოდ 1 თვეს, გაგრძელდა 4 თვე. ბუნებრივია, თბილისის ბიუჯეტით მუდმივად ამათ პატრონობას ვერავინ შეძლებს.

 

კახა კალაძისა და მერიის წყალობით, ამ ადამიანებს უფასოდ ჰქონდათ არა მხოლოდ ჭერი, ჭამა, სმა, ყველა მუნიციპალური სერვისი, მგზავრობა... გამგეობები ეხმარებოდნენ ტანსაცმლით, ჰიგიენის საშუალებებით, წიგნებით, საკანცელარიო ნივთებით და ასე შემდეგ.

 

ამ ქალისა და სხვა სელჩუკების საყურადღებოდ!

 

ეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ უკრაინიდან ჩამოსულებს, ძალაში რჩება, ოღონდ გადადის ცენტრალურ ბიუჯეტში.

 

გაიგონეთ?!

 

ყველაფერი ისევ ისე რჩება, მაგრამ ხარჯებს გაიღებს ცენტრალური ბიუჯეტი, ამ საქმეს მიხედავს ცენტრალური მთავრობა.

 

4-სულიან ოჯახზე ყოველთვიურად დაიხარჯება 1400 ლარი!

 

უკაცრავად კი ვარ ამნაირ სელჩუკებთან, მაგრამ ჩემი მაინც უნდა ვთქვა:

 

ქალიო (ჩემი სკოლის დირექტორმა იცოდა ხოლმე, როცა მდედრობით მოწაფეებზე განრისხდებოდა - „ქალიო“!), კახა კალაძეს რომ მავნებელს უწოდებ და „ანტობაში“ ადანაშაულებ, ნამუსი საერთოდ გაგიქრა? იოტისოდენიც აღარ გაქვს? იქნებ შეგვახსენო, ჩვენს დევნილებს როდისმე ვინმემ მსგავსი დახმარება გაუწია? ნეტავ უკრაინის მთავრობამ და კიევის მერიამ (ახლა რომ ძაან იტყლარჭებიან) 1 გრივნა მაინც თუ დახარჯა? არა, არ გაიღო, არა, არა და არა!

 

ჰოდა... თუ არა და, ნამდვილად ვიცით, რომ არა! თქვე შამქმნელძაღლებო, რაღა „ფრითინზიები“ გაქვთ?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner