logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არ არის ის განმარტება, რასაც აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება
- +

25 ივლისი. 2022. 15:59

 

 

„ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება: დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ, ვინ თქვა, რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს,  რომელიც პარლამენტარებმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაუგზავნეს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ამერიკის ელჩისგან საზოგადოება პასუხებს ელის დაგროვილ შეკითხვებზე.

 

„ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არ არის ის განმარტება, რასაც აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება. დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ, ვინ თქვა, რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო. არადა, არაერთი ინფორმაცია დევს ღია წყაროებზე, როგორ გვაწვებიან უკრაინელი პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით. აშკარაა, არ მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, ლომჯარიას ინფორმაციას ეყრდნობიან და ბოლოს, ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა! გამომდინარე იქიდან, რომ პასუხები არ შეუსაბამოა, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი დიპლომატისგან მეტ გარკვეულობას ელის საზოგადოება, კითხვები კი არ კლებულობს, არამედ იზრდება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner