logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ძნელად მახსენდება ამაზე უფრო რთული და კონტრპროდუქტიული პერიოდი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ღიად მოექცა ქვეყნის დესტრუქციული, რადიკალური ნაწილის „მხარედ“
- +

25 ივლისი. 2022. 16:07

 

 

„წინა რეჟიმის დროს, საქართველოში მიზანმიმართული ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიუხედავად, საქართველოში მალევე დამკვიდრდა პროდასავლურობის „რენესანსი“, რასაც ამჟამად კვლავ აზიანებს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომლის სათავეში, გარდაცვლილი აკერმანის შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება აშშ-ს მოქმედი ელჩი, რაც არის სრული ნონსენსი და პოლიტიკური სიურრეალიზმი“, - ამ სიტყვებით ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს,  რომელიც პარლამენტარებმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაუგზავნეს.

 

როგორც ექსპერტი წერს, იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პირდაპირ, თუნდაც არადიპლომატიურ ენაზე, პასუხებს მაინც გასცემს იმ საზოგადოებას, რომელმაც, მისი თქმით, უკანასკნელ 33 წელიწადში მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა გაიღო ჭეშმარიტი „პროდასავლურობის“ გზაზე.

 

„ოცნებიდან“ გასულ „სამეულ“ დეპუტატებს, როგორც ჩანს, ბოლო იმედი ეწურებათ, საზოგადოების დიდი ნაწილის ღია შეკითხვებზე აშშ-ს ელჩის მხრიდან ღია პასუხების მიღებაზე. გასაოცარია ის „სიჯიუტე“, რომლითაც ქ-ნი კელი დეგნანი ამ თემებს პრინციპულად უვლის გვერდს მაშინ, როდესაც დემონსტრაციულად ჩადის წალენჯიხაში, ხვდება ლომჯარიას და „ნაცმოძრაობის“ ღია მხარდამჭერებს „ერსა თუ ბერში“. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა იყო, არის და იქნება ამჟამინდელი ელჩის შემდეგაც. თუმცა ამ მრავალწლიანი ურთიერთობების დიპლომატიურ კონტექსტში, ძნელად მახსენდება ამაზე უფრო რთული და კონტრპროდუქტიული პერიოდი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი - ქვეყნის ელჩი ღიად მოექცა ქვეყნის დესტრუქციული, რადიკალური ნაწილის „მხარედ“ და ფაქტობრივად კონტრსამთავრობო, ანტისახელისუფლებო და მილიტარისტული პროცესების ფაქტობრივად „მედროშედ“ იქცა.

 

ელჩებიც მოდიან და მიდიან, და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ჟამიც ამ პროცესების გაუმჯობესებით აუცილებლად ჩანაცვლდება. წინა რეჟიმის დროს, საქართველოში მიზანმიმართული ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიუხედავად, საქართველოში მალევე დამკვიდრდა პროდასავლურობის "რენესანსი", რასაც ამჟამად კვლავ აზიანებს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომლის სათავეში, გარდაცვლილი აკერმანის შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება აშშ-ს მოქმედი ელჩი, რაც არის სრული ნონსენსი და პოლიტიკური სიურრეალიზმი. მაინც გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ ჩვენი შეფასებები ნამეტანი ხისტია და ახლა მაინც, ამ „სამეულის“ მორიგ მცდელობაზე, ქ-ნი კელი დეგნანი პირდაპირ, თუნდაც არადიპლომატიურ ენაზე, პასუხებს მაინც გვაღირსებს იმ საზოგადოებას, რომელმაც უკანასკნელ 33 წელიწადში მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა გაიღო ჭეშმარიტი „პროდასავლურობის“ გზაზე“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner