გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი და დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპებისა და სერვისების გაცემის პროცედურის შესახებ.
დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სახლის კონცეფციისა და იმ 470 -მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 23 ივლისს დაიწო და 26 ივლისს დასრულდება.