logo_geo
eng_logo
გაერო-ს გენერალური ასამბლეის დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეცნო
- +

25 ივლისი. 2022. 16:40

 

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი და დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპებისა და სერვისების გაცემის პროცედურის შესახებ.

 

დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სახლის კონცეფციისა და იმ 470 -მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 23 ივლისს დაიწო და 26 ივლისს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner