უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემების მეშვეობით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გაანადგურეს.
„ეს წყვეტს მათ ლოგისტიკურ ჯაჭვებს და ართმევს მათ შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.