დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „გორმედს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „გორმედის“ დირექტორმა გია სვანაძემ სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცეს.
მაღალმთიან რაიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანამედროვე ტიპის ექოსკოპიის აპარატის გადაცემა სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დროული და ეფექტური მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას და მათ შორის იქ მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს.
სამინისტრო უკვე 4 წელია „გორმედთან“ თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება ათეულობით დევნილს გაეწია, მათ შორის სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდა რთული და გადაუდებელი ოპერაციები.