კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
„გაზპრომი“ ტურბინის შეჩერების მიზეზად შესაბამისი მარეგულირებლის მითითებებსა და დანადგარის ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს.