logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? როცა ხელში მიკროფონი გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?!
- +

25 ივლისი. 2022. 21:27

 

 

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია "მთავარის" ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო. ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების,თუ რა მარაზმია ეს?“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

 

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია "მთავარის" ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო...რა უბედურებაა ეს? ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? ანუ, მიკროფონი ხელში როცა გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?! ლანძღე პირადად, მისი ოჯახი, დედ-მამა და შენ პასუხი თუ დაგიბრუნეს არ შეიძლება... ნაც-მოძრაობამ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედია-საშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია "მთავარი" ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე? თან პირად შეურაცხყოფას აყენებს რესპოდენტს და საკადრისი პასუხის მიღებისას გაჰკივიან ჟურნალისტებს ხელს უშლიან საქმიანობაშიო“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner