უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა.
„გაათავისუფლეთ გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - ნათქვამია ზელენსკის ბრძანებულებაში.
ახალი განკარგულებით, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვიქტორ ხორენკო დანიშნა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ხორენკო", - ნათქვამია დოკუმენტში.
გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების მეთაურის თანამდებობას 2020 წლის 25 აგვისტოდან იკავებდა.