logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გაათავისუფლა
- +

25 ივლისი. 2022. 21:57

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა.

 

„გაათავისუფლეთ გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - ნათქვამია ზელენსკის ბრძანებულებაში.

 

ახალი განკარგულებით, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვიქტორ ხორენკო დანიშნა.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ხორენკო", - ნათქვამია დოკუმენტში.

 

გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების მეთაურის თანამდებობას 2020 წლის 25 აგვისტოდან იკავებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner