logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება
- +

25 ივლისი. 2022. 22:44

 

 

„ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში წერს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებეს“ აგენტი, მიუღებელს უწოდებს.

 

როგორც მიქანაძე წერს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას.

 

„ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს. სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები“, - წერს გივი მიქანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner