რიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მოხარულია მიღწეული წარმატების გამო და ამბობს, რომ მომავალში ისევ გააგრძელებს ჭიდაობას.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია, ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი. დღეს უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე, ჩემი გულშემატკივარი გავახარე და ესეც მახარებს.ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა. 25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა, აბა?! ვნახოთ, რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძლებებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება", - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
რიოს ოლიმპიადის ფინალში ხინჩეგაშვილმა იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.