logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი: ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა - სახელმწიფო მდივანი მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში
- +

25 ივლისი. 2022. 23:52

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა.

 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, სახელმწიფო მდივანმა ლიდერებს ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა და მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში.

 

ენტონი ბლინკენმა ასევე დაადასტურა ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებების მიმართ მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აშშ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზად არის, ჩაერთოს ორმხრივ ფორმატში და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner