აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, სახელმწიფო მდივანმა ლიდერებს ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა და მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში.
ენტონი ბლინკენმა ასევე დაადასტურა ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებების მიმართ მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აშშ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზად არის, ჩაერთოს ორმხრივ ფორმატში და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.