პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია, რომელიც პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა, პირადი ცხოვრების გამომზეურებას ყოველთვის ერიდება. ერთადერთი ინფორმაცია, რაც ანიმ გაავრცელა, ქალიშვილის ხედას შეძენაა. გიორგი და ანი კი, როგორც ჩვენმა წყარომ შეგვატყობინა, ერთად უკვე აღარ ცხოვრობენ. ამ თემაზე სასაუბროდ გიორგისთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მიუხედავად ანისთან შენარჩუნებული ნორმალური ურთიერთობისა, ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.