ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისადმი დასმულ შეკითხვას ეხმიანება.
მისი თქმით, როცა ჟურნალისტი ბინძური დავალების გამო ყველაფერზე მიდის, ზუსტად ისეთ პასუხს იღებს, როგორიც დღეს იმ ტელე-კლოაკის წარმომადგენელმა მიიღო!
„როცა ჟურნალისტი პროვოკატორია; როცა ნაძირლურ კითხვებს სვამს; როცა მორალზე მხოლოდ გაკვრით სმენია; როცა ბინძური დავალების გამო ყველაფერზე მიდის; როცა მათი მხრიდან ბულინგი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა; როცა ჟურნალისტიკას და პოლიტიკას შორის ყველანაირი ზღვარი წაშლილია; როცა კითხვის დასმის ნაცვლად, პოზიციას აფიქსირებს; როცა ეროვნული მოძრაობის ლიდერის KGB-ის აგენტობაზე კითხვის დასმას კადრულობს; ამ დროს, ზუსტად ისეთ პასუხებს იღებენ, როგორიც დღეს იმ ტელე-კლოაკის წარმომადგენელმა მიიღო! მე არ მჯერა ფსევდო კონიუქტურების; მე არ მჯერა ფსევდო ჟურნალისტიკის; მე არ მჯერა ყალბი ეტიკეტების და გამოგონილი ქცევის კოდექსების! ჩემი სრული მხარდაჭერა უძლიერეს პროფესიონალს და უმაგრეს პოლიტიკოსს, ირაკლი კობახიძეს!“ - წერს ანდრია გვიდიანი.