„თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ ტელეკომპანია TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ ველოდებით, რომ ისინი დაემორჩილებიან ხელმოწერილ შეთანხმებებს და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მარვლეულის ექსპორტის კოორდინირება სტამბოლში შექმნილი ცენტრიდან მოხდება, სადაც წარმოდგენილი იქნება შეთანხმების ყველა მხარე.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.