logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ
- +

26 ივლისი. 2022. 00:40

 

 

„თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ ტელეკომპანია TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ჩვენ ველოდებით, რომ ისინი დაემორჩილებიან ხელმოწერილ შეთანხმებებს და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მარვლეულის ექსპორტის კოორდინირება სტამბოლში შექმნილი ცენტრიდან მოხდება, სადაც წარმოდგენილი იქნება შეთანხმების ყველა მხარე.

 

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner