logo_geo
eng_logo
ყოფილი რუსი დიპლომატი: პუტინი დამცირებული იქნება, თუ მას ზელენსკისთან შეხვედრა მოუწევს
- +

26 ივლისი. 2022. 01:56

 

 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადამდგარი რუსი დიპლომატი ბორის ბონდარევი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მოუწევს, იგი თავს დაიმცირებს.

 

ომის დაწყებიდან 150 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, ბონდარევი აცხადებს, რომ პუტინმა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

 

„მართალია, ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ დღეს მე ვერ ვხედავ, რომ მოლაპარაკება არის ის, რაც ორივე მხარეს სურს.

 

მას [პუტინს] სურს უკრაინის განადგურება, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელსაც მისი აზრით არ აქვს არსებობის უფლება.

 

პუტინი ვერასდროს შეხვდება ზელენსკის, თუ მას ამას არ აიძულებენ, პუტინს ამით დაამცირებენ.

 

შეიძლება გახსოვთ, რომ პუტინმა საჯაროდ უწოდა ზელენსკის ნაგავი და მოუწოდა უკრაინელ გენერლებსა და ოფიცრებს, მოეშორებინათ იგი. ასე რომ, წარმოიდგინეთ, რას იგრძნობს ის, თუ უკრაინის პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევა მოუწევს“, - განაცხადა ბონდარევმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner