უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ხარკოვში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
დაკავებული 39 წლის მამაკაცი უკრაინაში შუა აზიიდან ჩავიდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებამდე ტერორისტებთან კავშირში ბრალდებულმა პირმა სირიაში ტერორისტთა ბანაკებში სპეციალური მომზადება გაიარა. ის სამართალდამცველებს დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდა.