logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ნატალი ჯახუტაშვილი ყოფილა ახალი ბოლშევიჩკა მიკროფონიანი ზონდერი
- +

26 ივლისი. 2022. 11:26

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ნატალი ჯახუტაშვილი ყოფილა ახალი ბოლშევიჩკა მიკროფონიანი ზონდერი.

 

არ ვაპირებდი ამ თემაზე დამატებით დაწერას, გუშინ დავწერე ერთი ფრაზით, მაგრამ გამოხტა მედიანაგავსაყრელის ზონდერი და უკვე მისი ინტერვიუთი უტიფრად გვიმტკიცებს, ირაკლი კობახიძე ჩემმა კითხვამ გააღიზიანაო.

 

ამ ბოლშევიჩკას ვინმე აუხსნის, რომ ეს „კაგებეშნიკური“ კითხვა საერთოდ არ უნდა დაესვა, ან იმას, რომ ერთხელ, მეორედაც, მიიღო ნორმალური პასუხი, მაგრამ თავხედობის ყველა ზღვარს რომ გადასცდა?

 

„ინტერპრესნიუსზე“ 1000-ზე მეტი კომენტარია ამ დაგეგმილ პროვოკაციაზე და წაიკითხონ ხალხის აზრი.

 

დანარჩენს, ამ დაგეგმილ სიბინძურეზე, მოგვიანებით დავწერ. დიახ, დაგეგმილი იყო. ჯერ ის ახვარამია ჩაწერეს, შემდეგ ეს ბოლშევიჩკა გაგზავნეს მიკროფონით.

 

ჰო, სალომე ზურაბიშვილსაც შევახსენებ ზოგიერთ ნიუანსს გუშინდელი ზღვარგადასული პოსტის საპასუხოდ. მას დავუწერე, კომენტარის სახით, როგორ „აბულინგებდნენ“ 2018-ში ჯერ მას და შემდეგ მის შვილს, ზუსტად ეს ტელევიზიები.

 

მანამდე სააკაშვილის ვიდეოს ახლიდან მოუსმინეთ, კგბ-ს ოფიცერ თემურ ალასანიას რომ ეუბნება, „შენ მედიას მიმიხედეო“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner